|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გრაფენსტოუნი
|
|
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 11 იანვარი
|
ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავების და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში "გრაფენსტოუნი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** კორპორატიული გაყიდვებში ან ბიზნეს მოლაპარაკებებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook)
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა - B-კატეგორია
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე - B2 დონეზე
საქმე/მოვალეობა:
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, სატელეფონო მოლაპარაკებების, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია;
** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებზე და სამოქმედო გეგმებზე;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა.
აუცილებელი უნარები
** პასუხისმგებლობა;
** ენერგიულობა;
** დახვეწილი საუბრის მანერა, ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი;
** სუპერ მოლაპარაკებების დაგეგმვა და წარმოება;
** მუდმივად სწავლა და განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემოს;
** პროფესიონალთა გუნდი;
** ფიქსირებული 800-1000 ლარი (NЕТ) ბონუსები გაყიდვიდან (1500 დან-3000 ლარი)
** სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დრო;
** გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, სასწავლო ტრეინინგები და პროგრამები, საბონუსე სისტემა განხილვადია შერჩეულ კანდიდატთან;
** წარმატებული თანამშრომლები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში, სათაო ოფისში.
** გასაუბრების ადგილი: ქ. თბილისი, ჯ. ლეჟავას 22, ზღვის პლაზა (ჰუალინგის პლაზა)
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@graphenstone.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ "კორპორატიული გაყიდვები".
|
|
|
|