Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: sbmstore
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 11 იანვარი
sbmstore, როგორც მონობრენდული მაღაზია ქართულ ბაზარზე 2012 წელს, JOMA - ს სახელწოდებით გამოჩნდა. სახელი მომდინარეობდა იმ ბრენდისგან, რომელსაც იმ დროისთვის კომპანია წარმოდგენა. რებრენდინგის შემდეგ ჩამოყალიბდა მულტიბრენდული მაღაზიათა ქსელი sbmstore, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი გახდა: Kappa, SELECT, JOMA, uhlsport, MUNICH SPORT, FESSURA;

sbmstore ორიენტირებულია საქართველოში სპორტული საცალო და კორპორატიული ვაჭრობის კულტურის განვითარებაზე. როგორც წამყვანი მულტიბრენდული სპორტული მაღაზია, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შემოვიტანოთ უმაღლესი ხარისხის სპორტული ბრენდები ადგილობრივ ბაზარზე.

სბმ თიმ ეძებს გუნდის წევრს, რომელიც მზად არის გამომწვევებისთვის და დაინტერესებულია კარიერიული წინსვლით.

** გრაფიკი: კვირაში 40 საათი
** სამუშაო საათები: (დამოკიდებულია ფილიალის ადგილმდებარეობაზე)
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ)
** ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე: 1000 ლარი.
** ანაზღაურება ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი საშუალოდ 300-500 ლარი

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა, პროდუქციის შეთავაზება გაყიდვა.
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, ასევე განთავსება და დალაგება.
** გაყიდული პროდუქციის პროგრამულად გატარება.
** მენეჯერის მითითებების შესრულება.
** კოლექციის მიღებაში მონაწილეობა.

015@sbm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე