Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=688131&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
შპს "სონნივა ჯორჯია" 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და აქსესუარების ერთ-ერთ წამყვან იმპორტიორსა და დისტრიბუტორს.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას გლობალური ბრენდებისგან და უზრუნველყოფს ავეჯის წარმოებისთვის საჭირო სრული სპექტრის მიწოდებას. ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი და საიმედოობაა, რასაც მყარი ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასაწყობე მეურნეობა განაპირობებს.

შპს "სონნივა ჯორჯია" გუნდში იწვევს გამოცდილ, მაღალკვალიფიციურ მთავარ ბუღალტერს.

ძირითადი მოვალეობები:

** სრული საბუღალტრო ციკლი: კომპანიის ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის სრული მართვა, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან (IFRS) და საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით.
** იმპორტის ოპერაციები: იმპორტის დოკუმენტაციის დამუშავება, საბაჟო დეკლარაციებთან მუშაობა, პროდუქციის თვითღირებულების (Landed Cost) დაანგარიშება და საბუღალტრო პროგრამაში ზუსტი ასახვის უზრუნველყოფა.
** საგადასახადო შესაბამისობა: ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების (დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ქონების გადასახადი და სხვ.) მომზადება და დროული წარდგენა RS.ge პორტალის მეშვეობით.
** ფინანსური ანგარიშგება: ფინანსური ანგარიშგების (მოგება-ზარალი (P&L), ფულადი ნაკადები (Cash Flow), ბალანსი (Balance Sheet)) მომზადება მენეჯმენტისთვის/დირექტორებისთვის.
** მარაგების მართვა: მარაგების დონის მონიტორინგი, მარაგების მოძრაობის კონტროლი და ინვენტარიზაციის პროცესის ზედამხედველობა.
** საბანკო და სახაზინო ოპერაციები: საბანკო გადარიცხვების და სავალუტო ოპერაციების მართვა.
** ხელფასები: თანამშრომელთა ხელფასების, შვებულებების და სხვა სოციალური შეღავათების დაანგარიშება და დამუშავება.
** დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების მართვა (AR/AP): დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი; რეგულარული შედარება (რეკონსილიაცია) პარტნიორებთან და მომწოდებლებთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები

** მაგისტრის ხარისხი (ფინანსები/ეკონომიკა).
** სერტიფიცირებული ACCA პროფესიონალი (სრული კვალიფიკაცია).
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სავაჭრო/იმპორტის და Big Four-ის გამოცდილება).
** ინგლისურ ან რუსულ ენაზე თავისუფალი კომუნიკაციის უნარი (მინიმუმ B2/C1 დონე).
** Microsoft Dynamics 365 Business Central (BC)-ის სრულყოფილი ცოდნა და MS Excel-ის პროფესიონალური დონე ანალიზისა და რეპორტინგისთვის.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პირობებს:

** ანაზღაურება: 5000-6000 ლარი (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 -18:00 სთ (შაბათ-კვირა დასვენება)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ავჭალა
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას და ტრანსპორტირებას

თუ თვლით, რომ ეს შანსი თქვენთვისაა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ინგლისურ ენაზე 2026 წლის 10 იანვრამდე ელფოსტაზე: talentsourcecareers@gmail.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დამუშავდება შერჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად და გადაეცემა პოტენციურ დამსაქმებელს (შპს "სონნივა ჯორჯია"). თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვით, რათა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიებზეც. CV-ის გამოგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებასა და დამკვეთი კომპანიისთვის გაზიარებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია