|
დასახელება:
სპეციალური მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 01 იანვარი
|
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა დღის ცენტრში სპეციალური მასწავლებლის ვაკანტური ადგილის დასაკვებლად.
ორგანიზაციის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრი მუშაობს 2005 წლიდან. დღის ცენტრის სამუშაო საათებია ყოველ დღე, ოფიციალური უქმე დღეების გარდა, 10:00-17:00 საათამდე.
ცენტრში ბენეფიციარები ჩართულები არიან სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებში და ღონისძიებებში.
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)
სპეცმასწავლებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მოიძიოს, შექმნას და პრაქტიკაში გამოიყენოს ბენეფიციარზე მორგებული სხვადსხვა საგანმანათლებლო და განმავითარებელი რესურსები;
** შეიმუშაოს გუნდთან ერთად ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების გეგმა, ფსიქოლოგის შეფასებაზე დაყრდნობით;
** შეძლოს კომუნიკაციის დამყარება და მხარდაჭერა კომუნიკაციის სირთულის მქონე ბენეფიციარის, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული საშუალებების გამოყენებით;
** სხვადასხვა შესაბამისი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
** ითანამშრომლოს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელთან;
** ითანამშრომლოს დღის ცენტრის მულტიდისციპლინურ გუნდთან;
** მიიღოს მონაწილეობა დღის ცენტრის გარე და შიდა ღონისძიებებში;
** დღის ცენტრის სტანდარტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, განათლების, სოციალური სამუშაოს ან სხვა მომიჯნავე სფეროში (შესაძლებელიაპროფესიული განათლებაც);
** სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება (გამოცდილებად ჩაითვლება პრაქტიკისა და სტაჟირების კურსები)
დამატებითი ინფორმაცია: ორგანიზაციის პერსონალის მხრიდან შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტრენინგის უზრუნველყოფა
პიროვნული მახასიათებლები:
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** კეთილსინდისიერება;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
შერჩევის კრიტერიუმები:
** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა;
** გასაუბრება
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე (CV)
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 1 იანვარი
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე: dcfs.georgia@gmail.com
"subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "სპეც მასწავლებელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
** ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
|
|
|
|