Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687854&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ოიში სუში
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე!

ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.

თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!

ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1400-1500 Gel

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერატორებისგან მიღებული შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომზადება;
** შიდა საოპერაციო სტანდარტებისა და რეცეპტების ზედმიწევნით ცოდნა და შესრულება;
** მაღალი ხარისხის შენარჩუნება თითოეულ ეტაპზე - მომზადებიდან გაცემამდე;
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
** ნახევარფაბრიკატების ვადების კონტროლი და შესაბამისი მონიშვნა;
** სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების (HACCP) დაცვა;
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** დისციპლინისა და სამუშაო ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა.

ვის ვეძებთ:

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სწრაფი ტემპის სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა ხარისხისა და წესრიგის მიმართ;
** HACCP სტანდარტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში (დილის, შუა, საღამოს), განრიგი დგება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** შესაძლებლობა იმუშაო მოქნილ ცვლებში და სასურველ გრაფიკზე შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ "მზარეული"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია