Робота для біженців з України
კონტენტის ოპერატორი - TKT.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის ოპერატორი - TKT.ge
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრულ ეკოსისტემას TKT.ge-ის Content Operator-ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი / ჰიბრიდული, 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე

შენი როლი "თინეთში" :

** TKT.ge საიტზე ღონისძიებების ვებგვერდზე დროულად და სწორად განთავსება/შემდგომი მართვა;
** პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინსტრუქციის მიხედვით, ბილეთებზე/ადგილებზე ფასების სრული სიზუსტით მინიჭება;
** ორგანიზატორის მოთხოვნის შესაბამისად კალათების დაყოფა და შეცვლა/გადართვა რაოდენობის მიხედვით;
** ჯავშნების შექმნა/გაუქმება, პრომოკოდების დაგენერირება, მოსაწვევების და ყიდვის ბმულების გაგზავნა;
** ვიზუალური მასალის ატვირთვა მარკეტინგისთვის;
** ორგანიზატორებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება და მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:

** თუ გაქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (ონლაინ პლატფორმის მართვა, მონაცემთა შეყვანა, კონტენტის ოპერირება) ან ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
** გაქვს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულად და ინგლისურად.
** იცი Microsoft Office-ის პროგრამები და გაქვს ადმინ-პანელებთან მუშაობის გამოცდილება (კონტენტის ატვირთვა, მართვა, რედაქტირება)
** ხარ ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული და არ უშინდები გამოწვევებს

"თინეთში" დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hr@tnet.ge

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა:

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე