Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687820&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის ოპერატორი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კურიერების სატელეფონო ზარების მიღება და მომსახურება
** ამანათების კონტროლი და მათი მიმდინარე სტატუსის მონიტორინგი
** პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში საბაზისო დონეზე მუშაობის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** თბილისის ქუჩების მინიმალურ დონეზე ცოდნა
** გამართული მეტყველება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული
** ანაზღაურება: 1300 ლარი
** მისამართი: ქ. თბილისი, ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26
(სასურველია ცხოვრობდეთ ზაჰესში ან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე)

სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი: მცოცავი გრაფიკი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე
** გასაუბრება

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მონიტორინგის ოპერატორი".

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობა

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს ონვეი-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია