Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687819&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალის ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვა და მართვა
** კადრების (კურიერების) აყვანა და მართვა
** სამოტივაციო პოლიტიკის მართვა
** საოპერაციო გეგმის შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი
** სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (შაბათს 10:00-14:00)
** ანაზღაურება: 3000 ლარი
** მისამართი: ქ. თბილისი, ზაჰესი, არსენ ოქროჯანაშვილის 26

"ონვეი" საკურიერო კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად უამრავი ამანათის ბედ-იღბალზე ზრუნავს.

იყო დრო, როდესაც "ონვეის" გუნდი სულ რამდენიმე ადამიანს აერთიანებდა, თუმცა კომპანიის ზრდასთან ერთად ჩვენი თანამშრომლების რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლების შერჩევისას ერთი მიზანი გვქონდა: გვეპოვა ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სურდათ შეექმნათ ინოვაციური მომსახურება და ეზრუნათ საკურიერო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ზუსტად ასე შევკრიბეთ გამოცდილი თუ ახალბედა სუპერგმირები ერთ გუნდში, რომელიც მალევე კომპანიის მთავარ ღირსებად იქცა.

თუ ფიქრობ, რომ შენი ადგილი სწორედ ჩვენს გუნდშია, გამოგვიგზავნე CV ელ. ფოსტაზე: hr@onway.delivery, დასახელებაში კი მიუთითე: ლოგისტიკის მენეჯერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.onway.ge
https://www.facebook.com/onway.ge

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმირებული თანხმობა

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს ონვეი-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება:

** მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
** მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
** გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
** ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: info@onway.delivery ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, როსტევანის 8ა)
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია