Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687800&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
კომპანია "LION TRANS"-ს აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 19 :00 სთ, შაბათი კვირა დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული



ძირითადი მოვალეობები:

** ჰოლდინგის მასშტაბით, მარკეტინგული სტრატეგიის, სარეკლამო-მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ჰოლდინგში შემავალი ბრენდების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება: მარკეტინგული საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება, მონიტორინგი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, ფუნქციების დელეგირება და შეფასება;
** ციფრული არხების განვითარება და მართვა;
** მომხმარებელთა თარგეთირება და Ad Manager- ის მართვის უზრუნველყოფა;
** ციფრულ მედია არხებში, კონტენტის, ვიზუალებისა და მესიჯ-ბოქსების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ვებ-გვერდების ტექნიკური ოპტიმიზაციის, SEO აუდიტის, SERP ანალიზის, SEO სტრატეგიის შედგენა და ყოველთვიური ON-Page და Off-Page SEO ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა შიდა ან/და გარე რესურსებით;
** კომპანიის იმიჯზე ზრუნვა;
** გაყიდვებზე, იმიჯის ზრდაზე და ბრენდის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული, მარკეტინგული აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
** წეროვანის პროექტის PR და მარკეტინგული მხარდაჭერა; ცნობადობის გაზრდა;
** საერთაშორისო ბაზრების ათვისება;
** მომხმარებლის ქცევის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
** ბაზრის წილისა და ცნობადობის ზრდა; ლიდების გენერირება და გაყიდვების მხარდაჭერა;
** კონკურენტუნარიანი პროდუქტების განვითარება;
** განხორციელებული აქტივობების ანალიზი;
** ძირითადი ეფექტიანობის ინდიკატორების (KPI-ის) განსაზღვრა და მონიტორინგი.
** Content Pillars დოკუმენტის რეგულარული განახლება ბიზნესის მოთხოვნებისა და ბაზრის ცვლილებების გათვალისწინებით.
** სამუშაო გამოცდილება
** 5-7 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვის მიმართულებით.
** წარმატებული გამოცდილება მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.
** მარკეტინგული გუნდის მართვის გამოცდილება.
** მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია.

ცოდნა, უნარები და კომპეტენციები:

** მარკეტინგის პრინციპების ღრმა ცოდნა და საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინება.
** ძლიერი ლიდერული, კომუნიკაციის და მოლაპარაკებების უნარები.
** ბიუჯეტისა და რესურსების ეფექტურად მართვის გამოცდილება.
** ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები.
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა.
** სტრატეგიული აზროვნება და დაგეგმვის უნარი.
** პარალელურად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი.
** კრიტიკის მიღებისა და განსხვავებული მოსაზრებების მართვის უნარი.
** გუნდში ლიდერობის უნარი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი მაგალითით.
** საოფისე პროგრამების ცოდნა და ორგანიზაციული უნარები.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული და ინოვაციური აზროვნება.
** შედეგებზე ორიენტირებული და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიონალიზმი.
** ურთიერთობების ეფექტურად მართვის უნარი.
** პროაქტიულობა და გარემოსადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი.


დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: akankia@liontrans.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია