|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
|
ცხადდება კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის (I კორპუსი) ადმინისტრატორის (შტატგარეშე) პოზიციაზე.
შრომის ანაზღაურება განისაზღვროს 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარით თვეში (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით)
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უნდა ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება;
** იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის;
** აპლიკანტს მოეთხოვება საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ", თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:
** სააქტო დარბაზის განრიგის შედგენა;
** სააქტო დარბაზში დაგეგმილი/მიმდინარე ღონისძიებების მონიტორინგი;
** სააქტო დარბაზში წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა;
** სააქტო დარბაზში განთავსებული ინვენტარის აღწერაში მონაწილეობა;
** დეპარტამენტის ხელმძღვანელის დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";
მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 12 დეკემბრის 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge და სათაურის ველში უნდა მიეთითოს "კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სააქტო დარბაზის ადმინისტრატორი (I კორპუსი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ).
გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.
|
|
|
|