Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი, თერჯოლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლეგი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
შპს "ლეგი" ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი - თერჯოლა, სოფ: ნახშირღელე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია არის ლიდერი სამშენებლო მასალების სფეროში საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ ფართო არჩევანს მაღალხარისხიანი პროდუქციისა და სერვისების, რომლებიც განკუთვნილია როგორც მცირე, ისე დიდ კორპორატიულ მომხმარებლებისთვის. კომპანიის წარმატების საფუძველს ქმნის ინოვაციური მიდგომა, კლიენტზე ორიენტირებული პოლიტიკა და პროფესიონალური გუნდი, რომელიც მუდამ მზადაა უზრუნველყოს მაღალპროფესიონალური მომსახურება.

ვის ვეძებთ?

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც სურს გააქტიუროს რეალური გაყიდვები, განავითაროს კლიენტებთან ურთიერთობა და იმუშაოს როგორც შოურუმში, ისე ადგილზე კლიენტებთან.

თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კლიენტების მიღება შოურუმში და პროდუქციის დემონსტრირება;
** შემომავალ ზარებზე და შეტყობინებებზე რეაგირება;
** CRM სისტემაში (Bitrix24) შეკვეთების დაფიქსირება და სრულად წარმართვა;
** ქოლცენტრის მეშვეობით კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია;
** უნაღდო გადახდების მიღება/POS-ტერმინალთან მუშაობა;
** კლიენტებთან შეხვედრები ობიექტზე (კვირაში საშუალოდ 1-ჯერ);
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** რეკლამაციებზე რეაგირება;
** დებიტორების კონტროლი და კლიენტებთან ფინანსური საკითხების მოგვარება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და შედეგზე ორიენტაცია
** საბაზისო კომპიუტერული უნარები (CRM-ის ცოდნა უპირატესობაა)
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ტრანსპორტი (ლოკაციის მიხედვით)
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

რას გთავაზობთ:

** სტაბილური სამუშაო გარემო მზარდ კომპანიაში
** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა გაყიდვებზე
** ტრენინგები და სისტემური მხარდაჭერა
** განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობა
** მეგობრული და პროფესიონალური გუნდი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@legi.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე