შემომყვანი ტურისტული სააგენტო "მიმინო კავკასიაში" (https://miminotravel.com/) ეძებს ესპანურენოვან და იტალიურენოვან აპლიკანტებს "გიდების სკოლაში".
კომპანიას აქვს 15+ წლიანი გამოცდილება ტურიზმში. ჩვენი ძირითადი სამიზნე ბაზრებია: იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დანია, ბალტიის ქვეყნები, ჰოლანდია.
გიდების სკოლის შესახებ:
** ვისთვის?! - კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფერო და ფლობს იტალიურ ან ესპანურ ენას B1/B2 დონეზე.
** პირობები: კურსი არის უფასო.
** კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე;
** მეთოდიკა: სწავლება მიმდინარეობს დუალური მეთოდით. კომბინირებულია თეორია და პრაქტიკა; სასწავლო კვირის განმავლობაში მინიმუმ ერთი პრაქტიკული ტური (კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით)
** ჯგუფში მაქსიმუმ 8-10 წევრი რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლების დონეს.
** შედეგი: კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან ჩვენს კომპანიაში. საწყის ეტაპზე გიდის პოზიციაზე, შემდეგ კი ოფისში (ინტერესების შესაბამისად).
გიდების სკოლა - ეს შენთვის შექმნა ტურისტულმა კომპანიამ "მიმინო კავკასიაში" თუკი:
** დაინტერესებული ხარ ტურიზმით და გსურს, მოსინჯო ძალები;
** გსურს კარიერის განვითარება დინამიურ, მზარდ და საინტერესო ინდუსტრიაში, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე (პირველ სეზონზე, სანამ გამოცდილებას დააგროვებთ, დღიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 100-150 ლარს. მზარდია ანაზღაურება გამოცდილებასთან ერთად.);
** ადამიანებთან ურთიერთობა შენი სფეროა;
** გიყვარს მოგზაურობა და ხარ თავგადასავლების მაძიებელი;
დამატებითი ინფორმაცია:
** შერჩევის ეტაპები: 2 ინტერვიუ;
** კურსის დასაწყისი: იანვარი, 2026; დღეები და დრო: განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@miminotravel.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "გიდების სკოლა". ასევე, კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: +995 591 50 24 29, ან +995 322 15 77 17 (აკრიფეთ შიდა ნომერი 108)
|