|
დასახელება:
ბუღალტრის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
F.S. Mackenzie Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"F.S. Mackenzie Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში:
** საბანკო ოპერაციების შესრულება და აღრიცხვა;
** შესყიდვებისა და რეალიზაციებთან დაკავშირებული ანგარიშ-ფაქტურების პროგრამული ასახვა და RS.ge-ზე დადასტურება;
** დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, მონიტორინგი და შედარების აქტების მომზადება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა, სწორი და დროული ფინანსური ინფორმაციის მიწოდება;
** ხელფასის დარიცხვის უწყისის მომზადება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან კომუნიკაცია და მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** მთავარი ბუღალტრის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** MS Office-ის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება - უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ 1C-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge.
სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი.
|
|
|
|