|
დასახელება:
პრომოუტერი
|
| მომწოდებელი:
თელავის ღვინის მარანი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
|
ღვინის კომპანია "თელავის მარანი" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (მრავალფეროვანი სამოტივაციო სქემა)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 6 დღე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა და შეთავაზება.
** დაგეგმილ პრომო აქციებში მონაწილეობა და პროდუქციის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
** მომხმარებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა.
** დეგუსტაციისა და პროდუქციის პრეზენტაციის ჩატარება.
** კლიენტისგან მიღებული შეკვეთის გაცემის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
** პროდუქციის გაყიდვა და აღრიცხვა.
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა.
** გაყიდვებზე ორიენტირებულობა.
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩაითვლება უპირატესობად:
** მომხმარებლებთან ურთიერთობის/გაყიდვების გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.
** პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
** მუშაობისთვის კომფორტულ პირობებს.
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
განაცხადის შემოტანის წესი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) 19 დეკემბრამდე (2025) ელფოსტაზე: telavimarani@marani.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პრომოუტერი", ან დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 577 395 790.
ვაკანსიის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 დეკემბერი
|
|
|
|