|
დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
არქ-კონი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
კომპანია "არქ-კონი" 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. "არქ-კონი" მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
"არქ-კონის" სერვისებში შედის: ლითონის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირება და მონტაჟი.
ვაკანსია: სამუშაოთა მწარმოებელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
პოზიციის აღწერა: სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობის უზრუნველყოფა, დამტკიცებული გეგმის, ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. ხარისხისა და ვადების კონტროლი. შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
პასუხისმგებლობები:
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა და ყოველდღიური პროცესის მართვა ობიექტზე;
** სამუშაო ჯგუფების დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** სამშენებლო მასალების, ხელსაწყოების და ტექნიკის გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების ხარისხის, გრაფიკისა და მოცულობის ზედამხედველობა;
** ნახაზებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და ანგარიშგება ტექნიკურ ინჟინერთან ან სამშენებლო მენეჯერთან;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** ხარვეზებისა და რისკების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრის ღონისძიებების ორგანიზება;
** სამუშაო პროცესში ჩართული პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
** მშენებლობის მენეჯერთან მჭიდრო, კოორდინირებული საქმიანობა;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის ან ოსტატის პოზიციაზე;
** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაო პროცესების ცოდნა;
** ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა;
** სამშენებლო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე პროგრამებისა და AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა.
აუცილებელი უნარები და კომპეტენციები:
** ორგანიზებული და მიზანმიმართული მუშაობის უნარი;
** ლიდერული თვისებები და გუნდის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა და ეფექტური ურთიერთობა სხვადასხვა თანამშრომელთან;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მეგობრული სამუშაო გარემო.
** კარიერული ზრდის პერსპექტივა.
როგორ შევუერთდეთ ჩვენს გუნდს?
თუ გაინტერესებთ ეს პოზიცია და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: info@arch-con.ge.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განავითარე შენი კარიერა წარმატებულ სამშენებლო პროექტებში!
|
|
|
|