Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687712&print=yes&view=jobs
 
ექიმი-ლაბორანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი-ლაბორანტი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ლოკაცია: ქ. თბილისი, წინანდლის 9
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:


** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში დამტკიცებული პროცედურების, მეთოდური ინსტრუქციებისა და სტანდარტული საოპერაციო პროტოკოლების შესრულება
** სამედიცინო და არასამედიცინო სახარჯ მასალებზე (რეაქტივები) ხარჯთაღრიცხვის წარმოება ყოველდღიურად
** ლაბორატორიული აპარატურის და მოწყობილობების შესაბამისი, პროტოკოლების მიხედვით, მოვლა, სწორი ექსპლუატაცია და პროცესის დოკუმენტირება
** საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვა ფუნქციების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად ლაბორატორიული კვლევების სწორი წარმართვა
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ბიოლოგიის სფეროში
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი
*` დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** შედეგებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე: vacancy@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია