Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება/ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: დუსან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
კომპანია დუსან ჯორჯია-Doosan Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი; პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და ა.შ.) შექმნა, კონტროლი, შენახვა, დაარქივება;
** მარაგების მიღების, გადაადგილების, ჩამოწერის ოპერაციების ორგანიზება, შესაბამისი ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით.
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** პროგრამა 1 C-ის ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი, შეგასწავლით ადგილზე.

სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით).
სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
პროგრესირებადი სახელფასო სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი მისამართზე: vacancy@doosan.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე