|
დასახელება:
ქოლცენტრის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მკითხველი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.
"მკითხველი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** ქოლ-ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო დროის და მათი სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** ქოლ-ცენტრის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** სამოტივაციო პროგრამების და წამახალისებელი აქტივობების ინიცირება;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office - ის საბაზისო ცოდნა;
კომპეტენციები და პიროვნული უნარ - ჩვევები:
** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** გუნდის მართვის უნარი;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი; ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ანაზღაურება: პირველი თვე ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი.
მე-2 თვიდან ფიქსირებული 1300 ლარი + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|