Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ინტრაკო ნუტრიშენი
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
კომპანია "ინტრაკო ნუტრიშენი" 2014 წლიდან პოზიციონირებს ბაზარზე, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მაღალი ხარისხის ცხოველთა საკვები პროდუქციის წარმოება და იმპორტი. ზრდის სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000 + ლარი ბონუსების გათვალისწინებით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით 10:00 - 18:00 სთ.
სამუშაო ადგილი: აღმოსავლეთი საქართველოს მასშტაბით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის არსებული სავაჭრო ობიექტების მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება და პარტნიორობის დამყარება.
** მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და ახალ სავაჭრო ობიექტებთან.
** ქსელის და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება.
** სავაჭრო ობიექტების შეკვეთების მიღება/აღება დამუშავება და საწყობისთვის მიწოდება.
** პარტნიორებთან ნაშთებისა და ფასების კონტროლი.
** დებიტორების რეგულარული კონტროლი, ანალიზი და თანხების ამოღება.
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** იმავე სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელსაც ეყოლება საკუთარი ავტომობილი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი.
** მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზებულობა.
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელსაც გამოცდილება ექნება ზოო მიმართულებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე: info@intraco.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე