Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687613&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი / ბოლო ვადა: 09 იანვარი
"მეგატექნიკა" უკვე 29 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. "მეგატექნიკას" ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

"მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Electrolux, Simfer, Philips, Delonghi, Kenwood, Braun, Acer და სხვა.

"მეგატექნიკაში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დიასახლისის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის შიდა სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარიული კვანძების რეგულარული დეზინფექცია და გაწმენდა;
** ნაგვის გატანა და ურნების დროული დაცლა, როგორც ოფისში, ისე ეზოში;
** ეზოს ტერიტორიის მოწესრიგება - ნარჩენების შეგროვება, ბილიკების და შემოსასვლელის დასუფთავება.

ვალდებულება: სამუშაოს შესრულება დადგენილი გრაფიკის, უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს სფეროში ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "დიასახლისი-თბილისი"

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებას.

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია