|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
პალიტრა ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 09 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 09 იანვარი
|
"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დროული და სწორი ბუღალტრული აღრიცხვა/ კონტროლი;
** დეკლარაციების ჩაბარება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** ხელფასების კალკულაცია და ჩარიცხვა (დირექტორთან შეთანხმებით);
** გადასარიცხი ოპერაციების წარმოება და კონტროლი (დირექტორთან შეთანხმებით);
** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების დახურვა.
** კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია
** ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება, აუცილებელია 1C;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
სამუშაო გრაფიკი: 09:30 - 18:30
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 9 იანვარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|