Робота для біженців з України
ტექნიკოს-აღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-აღმრიცხველი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
სს "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას ენერგოგასაღების სამსახურის ბიზნეს-ცენტრის ტექნიკოს-აღმრიცხველის თანამდებობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** საშუალო სპეციალური განათლება;
** საკუთარი სამუშაოს ორგანიზება და დაგეგმვა; კომუნიკაბელურობა;
** არასტანდარტულ სიტუაციებში მოქმედების უნარი;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფა;
** MS Office
** MS Outlook
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** ბიზნეს- ცენტრის ძირითადი საშუალებების, სმფ-სა და დაბალფასიანი მალფუჭბადი ნივთების მოძრაობის ზუსტი აღრიცხვის, სათანადო შენახვისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა მატერიალური ფასეულობების საწყობში მიღების, შენახვის და საწყობიდან გაცემის უზრუნველყოფა;
** მასალების ჩამოწერის სიზუსტის (სამუშაო განწესების) კონტროლი;
** მასალების მოძრაობის ასახვა SAP-ის პროგრამის სპეციალურ მოდულში;

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე