|
დასახელება:
არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
პილარ დიღომი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
დეველოპერული კომპანია შპს "პილარ - დიღომი" - "Pillar Park"-ის პროექტისთვის აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
"Pillar Park" არის ახალი დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი უბანი დიღომი 8-ში, რომელიც მოიცავს 65, 000 მ2 სარეკრეაციო სივრცეს, პარკს, ღია აუზს, ველობილიკებს, ჩოგბურთისა და პადელის კორტებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის 1-ლი ჩიხი, 2ბ;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ანაზღაურება: 2000-3000 ლარი (NET) (გამოცდილებიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში ახალ და მიმდინარე სამშენებლო პროექტების ესკიზების, გეგმარების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** არსებულ პროექტებში ცვლილებების შეტანა და შეთანხმება თბილისის არქიტექტურის სამსახურში;
** მერიის შესაბამის სამსახურში წარსადგენად სამშენებლო პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვების გუნდისთვის საჭირო დეტალური არქიტექტურული ნახაზების შედგენა;
** სამშენებლო, მუშა ნახაზების მომზადებაში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარეობს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება არქიტექტურულ მიმართულებაში;
** სამშენებლო კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების პროექტირებაზე მუშაობის გამოცდილება;
** არქიტექტურული პროგრამების ცოდნა Archicad/Autocad; Photoshop;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office Excel);
** საქართველოში მოქმედი სამშენებლო დადგენილებების ცოდნა (მათ შორის 41-ე დადგენილებისა და "მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების" ცოდნა)
უნარები:
** პრიორიტეტების სწორად დანახვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლიანობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "პილარ- დიღომის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@pillar.ge
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე E-mail-ზე: hr@pillar.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - არქიტექტორი.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|