Робота для біженців з України
ავტომობილის გაყიდვის წინა მომზადების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომობილის გაყიდვის წინა მომზადების სპეციალისტი
მომწოდებელი: E-Motors Georgia
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"E-Motors Georgia" არის ჩინური ელექტრო ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებლების ერთადერთი ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ჩვენ საქართველოში წარმოვადგენთ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dongfeng, Chery, Dayun, Im Saic Motors, Jetour. ჩვენს მომხმარებელს ავტომობილის შეძენის შემდგომ, ვთავაზობთ სრულ მომსახურებას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისს. E-Motors Georgia-სთან ერთად გეძლევათ მრავალფეროვანი არჩევანი და შესაძლებლობა, რომ აიღოთ სწორი მიმართულება მომავლისკენ.

"E-Motors Georgia"-ს გუნდში ვეძებთ ავტომობილის გაყიდვის წინა მომზადების სპეციალისტს:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შოურუმში არსებული ავტომობილების რეცხვა/გასუფთავება ყოველდღიურად;
** ტესტ დრაივის ავტომობილის რეცხვა/მოწესრიგება/სისუფთავის დაცვა;
** ტესტ დრაივის მანქანების სადგომიდან შოურუმთან გადაყვანა და ტესტ დრაივის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნება;
** აღდგენილი (სამღებრო-სათუნუქე სამუშაოების შემდეგ) ავტომანქანების გარეცხვა;
** შოურუმში მანქანების შოურუმში შეყვანა-გაყვანაში მონაწილეობა;
** შოურუმის გარე ავტოსადგომზე არსებული ავტომანქანების მოწესრიგება, სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** მანქანების გარეცხვა ხელმძღვანელი მენეჯერის დავალების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე - Vacancy@emotors.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითეთ პოზიცია - "ავტომობილის გაყიდვის წინა მომზადების სპეციალისტს".

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ, ეწვიოთ:

https://www.facebook.com/profile.php?id=61551642998165
https://shorturl.at/gmxQ9
https://www.tiktok.com/@emotors.ge
https://www.linkedin.com/company/e-motors-georgia/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე