Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: აგროფუდ მარკეტი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
შპს "აგროფუდ მარკეტი" აცხადებებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

მოვალეობები:

** წარმოებული პროდუქციის კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ნედლეული და მზა პროდუქციის მარაგების კონტროლი, წარმოების აღრიცხვა;
** მთავარი ბუღალტრის მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
** აპექსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სხარტი და მოქნილი აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი და პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 10:00-19:00 სთ
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** ანაზღაურება: 1500.00 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: vacancy@gvirilainvest.ge ან დარეკეთ ნომერზე: 574717107 და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე