|
დასახელება:
მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
დეკა დეველოპმენტი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
კომპანია "დეკა დეველოპმენტი" დაარსდა 2019 წელს, ორი გამოცდილი დეველოპერული კომპანიის გაერთიანების შედეგად. დამფუძნებელი კომპანიების ანგარიშზეა თბილისის მასშტაბით წარმატებით დასრულებული 5 საცხოვრებელი კომპლექსი. კომპანია ეძებს გამოცდილ კადრს მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე.
დეკა დეველოპმენტი წარმოადგენს ჯი თი სი ჯგუფში შემავალ კომპანიას რომლის მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მასშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, "ჯი თი სი" ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
პოზიცია: მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხის გაცემა ელფოსტით, ტელეფონით, ჩატით ან სხვა არხებით;
** მხარდაჭერის გუნდის კოორდინაცია, მონიტორინგი და პროფესიული განვითარება;
** მომსახურების პოლიტიკისა და პროცესების გაუმჯობესება მომხმარებელთა უკუკავშირის საფუძველზე;
** მომხმარებელთა პრობლემების ან პრეტენზიების ეფექტური და დროული მოგვარება;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და მათზე საჭირო ინფორმაციის რეგულარული განახლება;
** პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის მომხმარებელთა მხარდაჭერის მეტრიკებზე;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, ტექნიკური გუნდი, გაყიდვები და სხვ.).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, კომუნიკაციებში ან შესაბამის სფეროში
** მომხმარებელთა მხარდაჭერის სფეროში მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება
** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად და სასურველია ინგლისურად
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის და კონფლიქტების მართვის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, CRM სისტემები, Zendesk, Salesforce ან მსგავსი პლატფორმები)
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|