|
დასახელება:
პირადი ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა კანი
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
"კანი ესთეტიკი" აცხადებს ვაკანსიას პირადი ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლიან და ენერგიულ პიროვნებას, რომელიც შეძლებს მაღალი დატვირთვის პირობებში ეფექტურად მართოს ყოველდღიური ამოცანები და დაეხმაროს ხელმძღვანელს მრავალფეროვან საქმიანობაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელის კალენდრის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა, დაჯავშნა და მონიტორინგი
** დღიური პროცესების კოორდინაცია: კლინიკის, სალონისა და მიმდინარე პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** დავალებების სისტემატურად აღრიცხვა და კონტროლი - რა გაკეთდა, რა არის მიმდინარე, რა სჭირდება პრიორიტეტს
** ოპერატიული კომუნიკაცია თანამშრომლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან
** მცირე კვლევების განხორციელება (market research, supplier search, price comparison და სხვ.)
** პრეზენტაციების აწყობა (PowerPoint / Keynote / Canva) მაღალი ვიზუალური სტანდარტით
** ტექსტების შედგენა და რედაქტირება (სოციალური მედია, პრეზენტაციები, ოფიციალური წერილები)
** ვიზუალური მასალის მომზადება (კოლაჟები, ბარათები, მცირე დიზაინები)
** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა
** კონტენტის სტრუქტურირება
** ღონისძიებებისა და სამუშაო მოგზაურობების ორგანიზება
** პირადი და საორგანიზაციო საკითხების მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში
** ხელმძღვანელის დღის დაგეგმვა და დროის მართვაში დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის,)
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ორგანიზებული მუშაობის კულტურა
** მაღალი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული, დისციპლინირებული და შედეგზე ორიენტირებული
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა
** კომპიუტერული უნარები
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიონალური ეთიკა
** გამოცდილება მსგავს როლში ჩაითვლება უპირატესობად
რას ვთავაზობთ:
** დინამიკურ, მრავალფეროვან და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** პროფესიონალური ზრდის შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო რეჟიმს შეთანხმებით
** მეგობრულ გუნდს და ინოვაციურ ყოველდღიურ პროცესებს
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
** გრაფიკი: შეთანხმებით
** ანაზღაურება: კონკურენტული, გამოცდილების შესაბამისად
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@kani.ge
|
|
|
|