Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687295&print=yes&view=jobs
 
ტენდერი გათბობა-გაგრილების სისტემების მოწყობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი გათბობა-გაგრილების სისტემების მოწყობაზე
მომწოდებელი: ავერსი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 19 დეკემბერი
თანდართული ფაილი: 687295_aversi_4579603.zip
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, ყაზბეგის გამზ. #16-ში მდებარე მე-8 კორპუსის გათბობა-გაგრილების სისტემების მოწყობის სამუშაოების შესრულების თაობაზე.

შესასრულებელი სამუშაოების მახასიათებლები მოცემულია დანართ №1-ში;
ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართ №2-ში;
აფიდავიტი დანართი N3-ში;

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** ღირებულება დანართი №1-ის შესაბამისად;
** მომსახურების ღირებულების გადახდის პირობა;
** სამუშაოების შესრულების დეტალური აღწერილობა;
** საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 2 წელი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, ელ. ფოსტა;
** ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
** ხელმოწერილი აფიდავიტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე განცხადებას.

შენიშვნა: პრეტენდენტი, რომელსაც საქონლის ღირებულების გადახდის პირობაში ავანსის სახით საქონლის საერთო ღირებულების 10%-ზე მეტი ან 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი თანხის ჩარიცხვა აქვს გათვალისწინებული, ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ასევე შესაძლებელია პრეტენდენტებს მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების/ინფორმაციის წარმოდგენა.

სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:

** სამუშაოს შესრულების ხარისხი;
** სამუშაოების შესრულების ვადები;
** სამუშაოების შესრულების ღირებულება;

გამარჯვებულ პრეტენდენტს, სატენდერო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა:

** საბანკო რეკვიზიტები, დამოწმებული ბანკის სველი ბეჭდით;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.
** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან
** "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე);
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

პრეტენდენტთა საყურადღებოდ!

ტენდერი ტარდება 1 კონვერტის პრინციპით, რაც არ გულისხმობს პრეტენდენტთა შორის ელექტრონულად ვაჭრობის ეტაპის გამართვას და აღნიშნულის გათვალისწინებით, პრეტენდენტთა მიერ უნდა იქნეს წარმოდგენილი კონკურენტული/საბოლოო სატენდერო წინადადებები (მათ შორის საბოლოო ფასები).

პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად http://www.etenders.ge-ს საშუალებით.

სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 დეკემბერს 16:00 საათი http://www.etenders.ge -ს საშუალებით. გამარჯვებულ პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ეცნობება დამატებით.

ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის, ინფორმაციის დაზუსტებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო პირებს: რევაზ კოპალეიშვილი მობ. 577 444344, მაია კოჩაძე, ტელ.: 577 951 085.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

https://etenders.ge/view/67670/%E1%83%A8%E1%83%9E%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94
%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%98%E2%80%93%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83
%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%97%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83% 98%E1%83%A1%20%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94% E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D%E1
%83%91%E1%83%90
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია