Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687289&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://www.intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

** ვენდორის დახმარება პროდუქტების დაგეგმვაში, მომხმარებელთა საჭიროებების და კონკურენტული ალტერნატივების ანალიზის საფუძველზე;
** გაყიდვების გუნდის და სადისტრიბუციო არხების ტექნიკური მხარდაჭერა გაყიდვის წინა, გაყიდვის და გაყიდვის შემდგომ ეტაპებზე;
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის საფუძვლიანი შესწავლა, პრეზენტაციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება;
** გუნდის მხარდაჭერისთვის საჭირო სხვა სამუშაოების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინჟინრის პოზიციაზე უსაფრთხოების სისტემების, ქსელური ტექნოლოგიების, IT-ის, კომპიუტერების ან ელექტრობის მიმართულებით;
** ქსელური ტექნოლოგიების, უსაფრთხოების სისტემების ან/და დაკავშირებული სფეროების საფუძვლიანი ცოდნა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ინგლისური ან რუსული ენის კარგი ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი".

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია