|
დასახელება:
ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მარნეულის სასურსათო ქარხანა
|
|
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 08 იანვარი
|
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".
ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი კომპანია "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვისა და ლაბორატორიის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მარნეული.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ეტიკეტის შექმნაში მონაწილეობა;
** ეტიკეტებში მითითებული მონაცემების სიზუსტისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო რეგულაციებთან;
** პროდუქტის ეტიკეტებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება;
** ეტიკეტების თარგმანების მართვა, ხარისხის კონტროლი და ადგილობრივი ბაზრის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ლაბორატორიის მიერ მოწოდებული ანალიზის შედეგების შემოწმება და ეტიკეტებზე არსებულ ინფორმაციებთან შედარება;
** რეცეპტურაში ან სპეციფიკაციებში ცვლილებების ინიციირება, მისი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ხარისხის მართვის სტანდარტების დაგეგმვისა და აღსრულების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office ცოდნა;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: vacancy@mff.ge
.გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|