Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორი
მომწოდებელი: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის ოპერატორის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) თანამდებობაზე.

სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა: 14.12.2025
თანამდებობრივი სარგო: 2200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი: https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/96845?active=1
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე