Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687253&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 08 დეკემბერი / ბოლო ვადა: 08 იანვარი
სამშენებლო კომპანია შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

შპს "ტრასტ პოინტ კონსტრაქშენი" აქტიურად მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე ინდუსტრიული მშენებლობის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო საათები: არარეგლამენტირებული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით და შესრულებული სამუშაოების რაოდენობის მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** საპროექტო ნახაზებიდან სამშენებლო მოცულობების დათვლა;
** საინჟინრო ნახაზების საფუძველზე სამშენებლო მასალების სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** მშენებლობის ეტაპების დეტალური ანალიზი;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმების მიხედვით;
** კალენდარული გეგმა-გრაფიკების შედგენა;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების და მასალების საბაზრო ფასის დადგენა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა და ანალიზი;
** პროექტის მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** AUTO CAD/ARCHI CAD პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

კანდიდატები შეირჩევიან სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: george.mshvildadze@tpc.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია