Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687207&print=yes&view=jobs
 
ტექნოლოგიური ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნოლოგიური ლიდერი
მომწოდებელი: საერთაშორისო სამედიცინო მოლი
გამოქვეყნდა: 06 დეკემბერი / ბოლო ვადა: 06 იანვარი
"IMM" აცხადებს ვაკანსიას ტექნოლოგიური ლიდერის პოზიციაზე.

"IMM" არის თანამედროვე, ინოვაციური და ადამიანზე ორიენტირებული სამედიცინო ეკოსისტემა. ეს არის სივრცე, სადაც ჯანმრთელობა, ტექნოლოგიები და კეთილდღეობა ერთიანდება კომფორტთან და უმაღლეს მომსახურებასთან.

ჩვენ ვქმნით უნიკალურ გარემოს, რომელიც მორგებულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პაციენტებზე - ეკოსისტემას, სადაც ყოველი დეტალი პრემიუმ ხარისხის გამოცდილებას ქმნის. IMM არის ადგილი, სადაც მედიცინა, ჰოსფითალითი და სამედიცინო ტექნოლოგიები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. IMM-ში CTO არის არა უბრალოდ თანამშრომელი - აქ შენ ხარ სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ქმნის მომავლის სტანდარტს.

ჩვენ ვეძებთ ტექნოლოგიურ ლიდერს, რომელსაც შეუძლია შექმნას ძლიერი, პროგრესული და უსაფრთხო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა; ადამიანმა, რომელმაც იცის როგორ დაძრას წინ ეკოსისტემის ციფრული ტრანსფორმაცია და შექმნას ტექნოლოგიებით გამართული, მასშტაბირებადი და საიმედო IMM.

შენი როლი მოიცავს:

** კომპანიის ტექნოლოგიური სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებას;
** თანამედროვე პროგრამული გადაწყვეტილებების შერჩევას, შეფასებასა და დანერგვას;
** ტექნოლოგიური არქიტექტურის ჩამოყალიბებას, რომელიც დიდ ოპერაციულ სტრუქტურას ემსახურება;
** დიჯიტალიზაციის პროექტების მართვას (ERP, CRM და სხვა);
** IT გუნდის განვითარებასა და მართვას;
** კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის შექმნას და მუდმივ განახლებას
** სისტემების 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას;
** მონაცემთა უსაფრთხოების, რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვას;
** ოპერაციული პროცესების ავტომატიზაციასა და ტექნოლოგიური გაუმჯობესებების დანერგვას;
** IT ბიუჯეტის დაგეგმვას და მართვას;
** გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების მონიტორინგს და საუკეთესო პრაქტიკების განხორციელებას.

ჩვენი მომავალი CTO-სგან ველით:

** გამოცდილება მსგავს ხელმძღვანელ პოზიციაზე (CIO / CTO / Digital Transformation Lead)
** ოპერაციული სტრუქტურების გამოცდილება (მედიცინა, retail, hospitality)
** სტრატეგიული ხედვა და სწრაფად, გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** სისტემების ინტეგრაციის, პროგრამული არქიტექტურისა და დიჯიტალიზაციის პროექტების გამოცდილება;
** ძლიერ ლიდერულ უნარებს და მრავალფუნქციური ტექნიკური გუნდების მართვას;
** მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

რატომ IMM?

** IMM ცვლის ქართულ სამედიცინო ეკოსისტემას;
** გექნება ინოვაციური, სტაბილური და ენერგიული გარემო;
** განვითარების შესაძლებლობები;
** კონკურენტული ანაზღაურება და სრული ბენეფიტების პაკეტი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: office@medicalmall.ge

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია