Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687147&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი - ღამის ცვლა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: სილქ ბანკი
გამოქვეყნდა: 06 დეკემბერი / ბოლო ვადა: 31 დეკემბერი
ვაკანსია, მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ღამის ცვლა)

სს "სილქ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის (კონტაქტ-ცენტრის გუნდში) პოზიციაზე (ღამის ცვლა).

"სილქ ბანკის" მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. "სილქ ბანკის" ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.

ჩვენი ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი, მიუხედავად მისი ფინანსური აქტივობისა, ყოველთვის იღებს განსხვავებულ პროდუქტებს, კომფორტულ მომსახურებას, მაღალ საპროცენტო სარგებელს, კომპანიისა თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობის შესაძლებლობას.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიკური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათი დახმარება.
** ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს დინამიკურ გარემოში მუშაობა;
** სასურველია გქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
** სასურველია დამატებით ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე;
** საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.

ძირითადი ფუნქციები:

** ბანკში დადგენილი მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** ბანკში დადგენილი სატელეფონო მომსახურების წესებისა და სტანდარტების დაცვა;
** კლიენტის საჭირო ინფორმაციით სრულად უზრუნველყოფა სატელეფონო მომსახურებისას და ციფრულ საკომუნიკაციო არხებში (FB messenger, Instagram, Fb comments, Support chat..);
** მომხმარებლების გადამისამართება საჭიროების შესაბამისად.
** მომხმარებლის შენიშვნების დაფიქსირება მათი შემდგომი გათვალისწინების მიზნით;
** ბანკის დისტანციური არხებით შემოსული საკითხების მომსახურება;
** არსებული პროდუქტების სრულყოფილად შესწავლა, მომხმარებლისთვის სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

გრაფიკი: 20:00-დან 09:00-მდე (3 დღეში ერთხელ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია საბანკო პროდუქტების ცოდნა

დამატებითი ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასიამოვნო სამუშაო გარემო.
** დისტანციური სამუშაო გრაფიკი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი# 2 (სწავლების პერიოდის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობა განიხილება დისტანციურ რეჟიმში)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელმისამართზე: hr@silkbank.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება და ტესტირება.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს "სილქ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 დეკემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია