|
დასახელება:
საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
|
|
გამოქვეყნდა: 06 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 06 იანვარი
|
შპს "საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ" (ყოფილი გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი), რომელიც 2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს უმაღლესი განათლების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** უნივერსიტეტში წერითი შუალედური, დასკვნითი, დამატებითი გამოცდების ორგანიზება / ჩატარება;
** უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მისაღები წერითი გამოცდების ორგანიზება/ ჩატარება;
** საგამოცდო შედეგების აპელაციის პროცესის კოორდინირება;
** გამოცდების შედეგების ანალიზი და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის წარდგენა;
** უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე სტუდენტთათვის ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდების ორგანიზება;
** საგამოცდო საკითხების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა;
** სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების კარგად ცოდნა.
საჭირო უნარები:
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV/რეზიუმე ელფოსტაზე: hr@giu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ: www.giu.edu.ge
|
|
|
|