Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687076&print=yes&view=jobs
 
უფროსი აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: MOORE
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის პოზიციაზე აუდიტისა და მარწმუნებელი გარიგებების დეპარტამენტში (https://www.moore-georgia.ge/)

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" - წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-მდე ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (https://www.moore-global.com/).

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** მზარდი ანაზღაურება;
** უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** მხარდაჭერა, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
** ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკისა დაცვა;
** აუდიტის ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი, მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** კომპანიის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, ფინანსების/აუდიტის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 3 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უფროსი აუდიტორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია