|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
Nexia Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. "Nexia Georgia"-ს დინამიური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.
"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს საკონსულტაციო დეპარტამენტში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობა;
** კომპანიის ყოველთვიური უწყისების მოგროვება;
** პროდუქტების მარჟის და კომპანიის მომგებიანობის მიმდინარე კონტროლის უზრუნველყოფა;
** არსებული ხარჯების მიმდინარე ანალიზი;
** საბუღალტრო სამსახურთან ერთად, კომპანიის მფლობელობაში არსებული მარაგების დაზუსტება, აღრიცხვა და ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება;
** კოეფიციენტების (ე.წ. "რეიშოუ") ანალიზი;
** მენეჯერული აღრიცხვა; შეთანხმებული მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".
|
|
|
|