Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=687047&print=yes&view=jobs
 
საწვავგამმართველის მძღოლ-ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწვავგამმართველის მძღოლ-ტექნიკოსი
მომწოდებელი: Gulf Georgia
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"Gulf Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწვავგამმართველის მძღოლ-ტექნიკოსის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისის საერთაშორისო აეროდრომი
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა - ყოველი მესამე დღე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავიასაწვავგამმართველი მანქანის მართვა საავტომობილო და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შვეულმფრენებისათვის, ავიახომალდებისათვის საავიაციო საწვავის უსაფრთხოდ და დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად
** ცვლის გადაბარება: მანქანების ტექ. მდგომარეობის გარკვევა, საავიაციო საწვავის მიღება-გაცემის კონტროლი, მიღება-ჩაბარების ჟურნალის წარმოება (გამცემი მრიცხველის მონაცემების ამოწერა), მუშა რეზერვუარებისა და სამუშაო ნაშთების გარკვევა
** მანქანების და ტერმინალის ტექნოლოგიური დანადგარების მდგომარეობის შემოწმება: მრიცხველები, dP მანომეტრები, გამშვები შლანგები, დამიწების მოწყობილობა, ცეცხლმაქრები. გამოვლენილი დაზიანების, შეუსაბამობის აღდგენა და წესრიგში მოყვანა შესაძლებლობის ფარგლებში
** საავიაციო საწვავის ჰიდრანტის სისტემის გამართულობაში და მოვლა-პატრონობაში მონაწილეობის მიღება
** დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
** საწვავგამმართველების-ჰიდრანტის დისპენსერების (ჰიდრანტის დისპენსერების/საწვავგამმართველის) და ტერმინალის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა. რეგლამენტით და სტანდარტით დადგენილი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი ჩეკლისტების შევსება
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
** მშვიდი და გაწონასწორებული
** გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს "საწვავმზიდის/საწვავგამმართველის" შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და СE კატეგორიები)
** მოქმედი ADR სერტიფიკატი (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
** ავარიების გარეშე მართვის ისტორია (სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას
** საბონუსე სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
** უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
** ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
** ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს

ანაზღაურება: შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით

გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია" დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია