|
დასახელება:
საწვავმზიდის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
Gulf Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
"Gulf Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწვავმზიდის მძღოლის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: სამტრედია (გადაადგილება/სამოქმედო ზონა წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს - სამტრედია-ქუთაისი-ბათუმი)
სამუშაო განრიგი: გამოსაცდელი ვადის დროს სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 (ორშაბათი-პარასკევი). გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ ცვლაში მუშაობა - ყოველი მესამე დღე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის აეროპორტის/აეროდრომების და სხვა განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებულ ტერმინალებზე უსაფრთხოდ გადაზიდვა წინასწარ დადგენილი გეგმის შესაბამისად
** პროდუქტის მიღება-გაცემის კონტროლი
** პროდუქტის მიღება-დაცლა და დასაწყობება
** სატრანსპორტო დოკუმენტების მართვა
** საგზაო წესების და სატრანსპორტო რეგულაციების დაცვა
** დისციპლინარული ნორმების წესრიგის და დაცვა (სამუშაო დროს პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება)
** საწვავმზიდის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** დაკვირვების უნარი (დეტალების მიმართ დაკვირვებულობა)
** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** სტრესულ სიტუაციაში მოქმედების და რეაგირების უნარი
** მშვიდი და გაწონასწორებული
** გუნდური მუშაობის უნარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მძღოლს გააჩნდეს "საწვავმზიდის" შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა (C და СE კატეგორიები)
** მოქმედი ADR სერტიფიკატი (სასურველია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა (სასურველია)
** ავარიების გარეშე მართვის ისტორია (სასურველია)
ჩვენ გთავაზობთ:
** გრძელვადიან თანამშრომლობას
** საბონუსე სისტემას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კარიერული ზრდის პერსპექტივას
** სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისათვის
** უსაფრთხო და გუნდურ სამუშაო გარემოს
** ფიტპასით (Fitpass) სარგებლობას
** ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს
ანაზღაურება: შეთანხმებით, ზრდის პერსპექტივით
გთხოვთ, დაინტერესებულ კანდიდატებს, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ.ფოსტაზე: info@gulfaviation.ge; სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
შპს "პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯია" დასაქმების თანასწორ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა დასაქმების კანდიდატს/თანამშრომელს კანის ფერის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების/საცხოვრებელი ადგილის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური კუთვნილების ან სხვა შეხედულებების და ნიშნების მიუხედავად. კომპანიის პოლიტიკა მოქმედებს დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში: დაქირავების, თანამშრომლების დაწინაურების, პროფესიული განვითარების და ა. შ.
|
|
|
|