Робота для біженців з України
სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკოსი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკოსი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი - ცვლებში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოს ინსტრუმენტაციისა და მართვის სისტემების ნორმალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფა უსაფრთხოების ტექნიკის წესების, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი დირექტიული მასალებისა და საამქროში არსებული ინსტრუქციების დაცვით.
** ინსტრუმენტაციისა და კონტროლის ხელსაწყოების ყოველდღიური შემოწმების კონტროლი, დეფექტების და დარღვევების კონტროლი და აღმოჩენილი ტექნიკური უწესივრობების დროულად აღმოფხვრისთვის სამუშაოების ორგანიზება.
** ქარხნის ტერიტორიაზე განსახორციელებელ ახალ პროექტებში მონაწილეობა და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ინსტრუმენტაციისა და მართვის სისტემების პროფილით.
** მსგავს თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისურისა და/ან რუსული ენების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე