Робота для біженців з України
სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელი - მცხეთა, საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებელი
მომწოდებელი: ქართული ლუდის კომპანია
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
სს "ქართული ლუდის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო სამუშაოების მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა სამეურნეო სამუშაოების შესრულება.
** აღმოჩენილი ტექნიკური უწესივრობების დროულად აღმოფხვრის სამუშაოების შესრულება.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
** სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ტრანსპორტირება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს "ქართული ლუდის კომპანიამ" დაამუშაოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე