|
დასახელება:
მოდის მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს მოლარე-კონსულტანტებს პარტნიორი კომპანია NABU-სთვის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან, პრემიუმ ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - კრეატიულ, მოტივირებულ და მაღალკვალიფიციურ მოდის კონსულტანტებს, რომლებსაც აქვს ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ და სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით.
პოზიცია: მოდის მოლარე-კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, აუტლეტ ვილიჯი
სამუშაო გრაფიკი: 11:00-20:00 კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1400 ლარი ფიქსირებული + ბონუსი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
** სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
** ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
** მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
** გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები
** სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში
** სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოდის კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|