Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686960&print=yes&view=jobs
 
ტენდერი რეკუპერატორების შეძენა/მონტაჟზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი რეკუპერატორების შეძენა/მონტაჟზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 12 დეკემბერი
"ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" სტანდარტული პროექტი აცხადებს ტენდერს რეკუპერატორების შეძენა/მონტაჟზე

ქუთაისის ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის სტანდარტული პროექტის ადმინისტრაცია, იწვევს შესაბამის კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, რეკუპერატორების შეძენა-მონტაჟის მიზნით.

1. რეკუპერატორი პრანა 200 ც -2 ცალი
2. რეკუპერატორი პრანა 150 ც -3 ცალი;
3. რეკუპერატორების მონტაჟი- 5 ცალი.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე კომპანიებმაა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები);
** ხარჯთაღრიცხვა (ერთეულის ფასში გათვალისწინებული უნდა იქნას ნივთის ფასი, ტრანსპორტირების ხარჯები, და დღგ. მონტაჟის მომსახურება);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიის უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გთხოვთ, განაცხადი წარმოადგინოთ ბეჭდით დალუქული კონვერტით.

მომსახურების გაწევის ვადები: 2026 წლის 16 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით.

საქონლის მიწოდებისა და მომსახურების ადგილი: 1) ქუთაისი, 4600, დადიანის ქ. #16,

თანხის გადახდის პირობები: ანგარიშსწორება მოხდება საქონლის მოწოდებისა, მომსახურების გაწევისა და საფინანსო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარისშწორებით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "რეკუპერატორი" ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2025 წლის 12 დეკემბერი 14:00 სთ.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჰერმან გმაინერის ქ.#4

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: Tinatin.Dograshvili@sos-kd.ge.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია