Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686947&print=yes&view=jobs
 
ვიდეო კონტენტ კრეატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: ტურინვესტი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

საბაგირო გზა "არგო" ეძებს შემოქმედებით და ენერგიულ ვიდეო კონტენტ კრეატორს, რომელიც ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის მიხედვით შექმნის ორიგინალურ ვიდეოკონტენტს სოციალური ქსელებისთვის. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი კონტენტის დაგეგმვაზე, გადაღებაზე, მონტაჟსა და განთავსებაზე, ასევე კამერის წინ მონაწილეობაზეც.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიდეოკონტენტის თემების დაგეგმვა და კონტენტ კალენდრის შედგენა ბრენდის სტრატეგიის შესაბამისად;
** შეთანხმებული კონტენტის გადაღება და მონტაჟი (Reels, Stories, Ads);
** აქტიური მონაწილეობა ვიდეოებში (ინტერვიუები, სცენები, ტურისტებთან კომუნიკაცია);
** კონტენტის განთავსება სოციალურ ქსელებში (Instagram, Facebook, TikTok, YouTube);
** ვიზუალური მასალის ხარისხისა და ბრენდ სტანდარტების დაცვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის პრაქტიკული გამოცდილება;
** სოციალური მედიის ტენდენციებისა და პლატფორმების სპეციფიკის ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (ტურისტებთან კომუნიკაციისთვის);
** კამერის წინ მუშაობის გამოცდილება და კომუნიკაბელურობა;
** შემოქმედებითი ხედვა, პასუხისმგებლობა და ინიციატივა.

უპირატესობა მიენიჭება რესტორნისა და გართობის მიმართულებით კონტენტის შექმნის გამოცდილებას.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, ყადირ შერვაშიძის ქ.#75
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი გრაფიკი (კვირაში რამდენჯერმე ადგილზე მისვლა)
ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

** კვებითი უზრუნველყოფა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ:

ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია