Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686919&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბიესი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის N63
სამუშაო გრაფიკი- ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40სთ)
ანაზღაურება: 1200 ლარი+ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი მარაგების მიღება, გახსნა ორგანიზება;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
** გაყიდვებისა და საწყობის გუნდთან მჭიდრო კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ინვოისისა და პროდუქციის გაწერა;
** აპარატის მეშვეობით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად საღებავის ფერების კორექცია და დამიქსვა;
** პერიოდულად ზარების განხორციელება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** სამშენებლო მასალებში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური;

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების კონსულტანტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია