|
დასახელება:
უფროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ინდივიდუალური/შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტების მომზადება და სამართლებრივი შეფასება
** შიდა რეგულაციებისა და კონტრაქტების შედგენა, ანალიზი და რისკების იდენტიფიცირება
** სამართლებრივი რეკომენდაციების მიწოდება მენეჯმენტისთვის
** გარიგებების იურიდიული მხარდაჭერა და მოლაპარაკებების იურიდიული უზრუნველყოფა
** სასამართლო და ადმინისტრაციული საქმეების მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამართლის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი (მაგისტრატურა ჩაითვლება უპირატესობად)
** მინიმუმ 5-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება იურისტის პოზიციაზე, მათ შორის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის როლში, უფროსი იურისტის პოზიციაზე
** კარგი ცოდნა საქართველოს კანონმდებლობის სხვადასხვა სფეროში კორპორაციული სამართალი, შრომითი სამართალი, კონტრაქტების სამართალი, ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალი სასამართლო დავების წარმოება)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა სავალდებულოა, მათ შორის იურიდიული დოკუმენტაციის წერის, ანალიზისა და სამართლებრივი კომუნიკაციის უნარი პროფესიულ კონტექსტში.
მნიშვნელოვნად ვაფასებთ შემდეგ პიროვნულ თვისებებს:
** კოლეგიური, მხარდამჭერი და მიზნებზე ორიენტირებული დამოკიდებულება გუნდურ მუშაობაში
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე მუშაობაში
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური თანამშრომლობა
CV-ის გამოგზავნა შეგიძლიათ ელფოსტაზე: InternationalRecruiterGeo@gmail.com
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენს მიერ მოხდეს დამუშავება, თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|