|
დასახელება:
შეფმზარეული
|
| მომწოდებელი:
გორდა
|
|
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 05 იანვარი
|
ჩვენი რესტორანი "გორდა" ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ შეფმზარეულს, რომელსაც უყვარს ქართული კულინარია, გამოირჩევა კრეატიულობით და მუდმივად ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე.
რესტორანი "გორდა" მდებარეობს მთიულეთში, სოფელ სონდაში, ცენტრალური გზის პირას და წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ რესტორანს.
რესტორნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:
** ღვინის მაღაზია/მარანი - ეწევა ქართული ღვინოების, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა სპირტიანი სასმელების რეალიზაციას;
** Coffee Shop (Julius Meinl) - ბრენდირებული ყავის "დრაივ" ფორმატის კაფე;
** Gorda Distillery - დისტილერია, სადაც მზადდება ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სპირტიანი სასმელები.
** რესტორანი თვლიან 250 სტუმარზე, აქვს შიდა და გარე სივრცეები. ამჟამად დასრულების ეტაპზეა თანამედროვე, ცალკე მდგომი სამზარეულოს მშენებლობა/რემონტი.
FB გვერდი: https://www.facebook.com/Gordamarani
ფუნქცია/მოვალეობები:
** ქართული კერძების სრული ასორტიმენტის მომზადება და ხარისხის ზედამხედველობა.
** მენიუს განახლება და ახალი კერძების შემუშავება.
** სამზარეულოს პროცესების მართვა: პროდუქტების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი, ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; შეფ-მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის ხელმძღვანელობა.
** აღწერების გაკეთება თვეში ერთხელ.
** რეცეპტურების დაცვის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაუმჯობესება.
** კერძების გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა.
** საკვების დანაკარგის შემცირება და რესურსების ეფექტიანი მართვა.
** HACCP-ის და სასურსათო უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** პროფესიული გამოცდილება შეფ-მზარეულად ან უფროს მზარეულად ქართულ სამზარეულოში.
** ქართული კულინარიული ტექნოლოგიების მაღალი დონით ცოდნა.
** გუნდის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობა, სისუფთავე, დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინოვაციური მიდგომა და ახალი გემოების შექმნის სურვილი.
** პროფესიული განათლება კულინარიაში ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას, განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს ხარისხზე დაფუძნებულ ბონუსებს (პროცენტი ნავაჭრიდან).
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
** კვებით უზრუნველყოფას.
** სტაბილურ სამუშაო ადგილს პროფესიონალ გუნდში.
შეჯამება:
რესტორანი "გორდა" უკვე 3 წელია სწრაფი განვითარების გზაზეა - იზრდება როგორც მისი ცნობადობა, ასევე კმაყოფილი მომხმარებელიც. ჩვენი მიზანია გუნდს შევმატოთ გამოცდილი, მოტივირებულ და მშრომელი პროფესიონალი, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი საერთო განვითარების გზაზე.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: gordamarani@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 599 09 25 15
|
|
|
|