Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686853&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: გრაუნდ 84 - მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
მილანური ბისტრო "GROUND 84" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ფილიალის საოპერაციო პროცესების მართვა
** თანამშრომლების შერჩევა/დატრენინგება/ადაპტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ფილიალის მარაგებისა და პროდუქციის კონტროლი/შესყიდვა
** შეფ-მზარეულთან კოორდინირებული მუშაობა
** გაყიდვების პროგრამაში მუშაობა/ სალაროს მართვა-კონტროლი
** თანამშრომლების ცვლების შედგენა/კონტროლი
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის ჩატარება/შედეგების ანალიზი
** კომპანიის ბუღალტერთან კოორდინირებული მუშაობა
** RS-ზე მუშაობა და ფილიალის შესყიდვების დოკუმენტური ვალიდურობის კონტროლი
** ფილიალის სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტის ზედმიწევნით დაცვა/კონტროლი
** თანამშრომლების ჩეკლისტების შედგენა/წარმოება/კონტროლი
** HACCP სტანდარტის მიხედვით მუშაობის უზრუნველყოფა

საჭირო გამოცდილება და უნარები:

** ჰორეკა სექტორში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდის მართვის გამოცდილება
** სალარო პროგრამებში (სასურველია FINA) მუშაობის გამოცდილება
** შესყიდვების/გაყიდვების სრული ციკლის მართვის გამოცდილება
** ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ანალიზის უნარი
** სასურველია ყავისა და ალკოჰოლური სასმლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა

პირობები:

** მისამართი: თბილისი, პეკინის 8
** სამუშაო საათები: 5/2 (9 სთ)
** ანაზღაურება: 1800 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მითითებულ მეილზე: coffeeshopge@gmail.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია