Робота для біженців з України
სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 06 იანვარი
"იდეა ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "იდეა ქონსთრაქშენი" სამშენებლო ბაზარზე 2015 წლიდან არის წარმოდგენილი და უკვე არაერთი პროექტი შეასრულა წარმატებით. მისი ძირითადი საქმიანობაა საპროექტო-სამშენებლო აქტივობების სრული სერვისი.

2021 წელს შეიქმნა "იდეა ქონსთრაქშენის" შვილობილი კომპანია — "იდეა ინდუსტრია", რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს სამრეწველო პროექტების მშენებლობას.

ოფისის მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

ფორმა №2-ის შედგენა

** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გამოთვლა და დამუშავება.
** ფორმა №2-ის (შესრულებული სამუშაოების აქტი) მომზადება და შეთანხმება დამკვეთთან/ზედამხედველთან.
** სამუშაოების ფასწარმოქმნის (ресурсная часть, расценки) სწორად შევსება.
** აქტების დამტკიცება და ბუღალტერიასთან გადაცემა.

ხარჯთაღრიცხვა და ფინანსური კონტროლი

** მასალის, მუშახელის, ტექნიკისა და სხვა რესურსების ხარჯების აღრიცხვა.
** ობიექტის ხარჯთაღრიცხვების (ბიუჯეტ-ფაქტი) შედგენა და ანალიზი.
** გეგმურ და ფაქტობრივ ხარჯებს შორის გადახრების დადგენა.
** მასალების დანახარჯების კონტროლი და საწყობთან კომუნიკაცია.
** პროექტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მშენებლობის/ინჟინერიის მიმართულებით განათლება. (ჩაითვლება პრიორიტეტად)
** ფორმა №2-ის, ხარჯთაღრიცხვებისა და სამშენებლო სტანდარტების ცოდნა — სავალდებულოა.
** 2+ წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი (AutoCAD ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, Pivot, მოცულობების დათვლა).
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, დისციპლინა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ 2026 წლის 6 იანვრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@bsp.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე