Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=686849&print=yes&view=jobs
 
ექაუნთ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექაუნთ მენეჯერი
მომწოდებელი: ქორუგატორი
გამოქვეყნდა: 05 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
ერთ-ერთი მოწინავე, გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია - "ქორუგატორი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00-18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი (შესრულებული სამუშაოს პროპორციულად)

პოზიციის მიზანი: ექაუნთ მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვაზე, მათი საჭიროებების სწორად გაგებასა და მომხმარებლის მაღალი კმაყოფილების დონის უზრუნველყოფაზე. ასევე ახორციელებს პროექტების კოორდინაციას და ხელს უწყობს თანამშრომლობის გაფართოებას არსებული პარტნიორებთან.

ფუნქცია-მოვალეობები:

კლიენტებთან ურთიერთობის მართვა:

** არსებულ კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (ზარები, იმეილი, შეხვედრები);
** კლიენტის მოთხოვნების, მიზნებისა და პრობლემების ანალიზი;
** კლიენტებისთვის მხარდაჭერის და კონსულტაციის უზრუნველყოფა;
** უკუკავშირის მიღება და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა.

პროექტების კოორდინაცია:

** კლიენტის მოთხოვნების სწორად გადაცემა შიდა გუნდებზე;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი.

თანამშრომლობის გაფართოება (Upsell/Cross-sell):

** დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება არსებულ კლიენტებზე;
** ურთიერთობის გაღრმავება და ხელშეკრულებების განახლება;
** კლიენტისთვის ღირებულების გაზრდის შესაძლებლობების მოძიება;

პრობლემების მენეჯმენტი:

** კლიენტის მიერ დაფიქსირებული საკითხების სწრაფი გადაჭრა;
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად;
** პრიორიტეტების სწორად დალაგება და ეფექტური კომუნიკაცია;

რეპორტინგი და ანალიტიკა:

** პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** კლიენტების მონაცემების განახლება სისტემაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა Account Manager-ის, Customer Success, Project Manager-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ/ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის კარგი დონე (საჭიროების მიხედვით);
** MS Office/Google Workspace ცოდნა.

საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია